1997 წელს ფირმამ გაიმარჯვა ტენდერში ბაქო-თბილისი-სუფსის ნავთობსადენის სუფსის ტერმინალის მშენებლობაზე. მან, როგორც უცხოური ფირმების („კელერი“-გერმანია, „ენტროპოსი“-საფრანგეთი, „ტმლ-ბოროვა“-თურქეთი) თანაკონტრაქტორმა, სამუშაოები შეასრულა საკონტრაქტო ვადებში და მაღალხარისხოვნად.
ახალზელანდიურ ფირმა „მაკ კონელ დოუელთან“ და თურქულ ფირმა ~ტექფენთან~ ერთად განახორციელა ნავთობსადენის წნევის დამწევი სადგურებისა და ტრასის ცალკეული მონაკვეთების სამშენებლო სამუშაოები.

აღსანიშნავია კომპანია „ბრიტიშ პეტროლიუმის“ ავიასაწვავით გასამართი სადგური ქ.თბილისის აეროპორტში.

კაეშუტის კარიერის სამსხვრევ-დამხარისხებელი კომბინატის მშენებლობა თურქმენეთის რესპუბლიკაში.

სხვადასხვა წლებში თბილისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე და არსენას ქუჩაზე განხორციელებულ იქნა სხვა და სხვა კვეთის სანიაღვრე კოლექტორების მშენებლობა-რეკონსტრუქციის სამუშაოები, საერთო სიგრძით 4კმ.

სამოქალაქო, კულტურული და საკულტო ნაგებობების მშენებლობა

ჩვენ კომპანიას ერგო დიდი პატივი წმინდა სამების საკათედროტაძრის მშენებლობისა. კომპანიის ძალებით აგებულ იქნა ამ უნიკალური ნაგებობის მონოლითური კარკასის მნიშვნელოვანი ნაწილი, სამრეკლოს შენობა და კომუნიკაციები.

სხვადასხვა წლებში შესრულებულ იქნა ისეთი ნაგებობები, როგორიცაა, რესტორანი „მაკდონალდსი“ რუსთაველის გამზირზე, ბაზალეთის დასასვენებელი კომპლექსი, რუსთაველის თეატრის საძირკვლის გამაგრების სამუშაოები, სავაჭრო კომპლექსის მშენებლობა და რეკონსტრუქცია შესაბამისად ლესელიძის ქუჩაზე და ქეთევან წამებულის გამზირზე და სხვა, რომლებიც ჩვენს დედაქალაქს მატებენ სილამაზესა და კოლორიტს.

ჩვენი კომპანია მზადაა ითანამშრომლოს ყველასთან, ვისაც სურვილი აქვს აშენოს თანამედროვე ნაგებობები და მოუტანოს სარგებელი როგორც საკუთარ ბიზნესს, ისე ჩვენს ქვეყანას.

 

ჩვენს კომპანიას ერგო დიდი პატივი წმინდა სამების საკათედროტაძრის მშენებლობისა. კომპანიის ძალებით აგებულ იქნა ამ უნიკალური ნაგებობის მონოლითური კარკასის მნიშვნელოვანი ნაწილი, სამრეკლოს შენობა და კომუნიკაციები.
სხვადასხვა წლებში შესრულებულ იქნა ისეთი ნაგებობები, როგორიცაა, რესტორანი “მაკდონალდსი” რუსთაველის გამზირზე, ბაზალეთის დასასვენებელი კომპლექსი, რუსთაველის თეატრის საძირკვლის გამაგრების სამუშაოები, სავაჭრო კომპლექსის მშენებლობა და რეკონსტრუქცია შესაბამისად ლესელიძის ქუჩაზე და ქეთევან წამებულის გამზირზე და სხვა, რომლებიც ჩვენს დედაქალაქს მატებენ სილამაზესა და კოლორიტს.
ჩვენი კომპანია მზადაა ითანამშრომლოს ყველასთან, ვისაც სურვილი აქვს აშენოს თანამედროვე ნაგებობები და მოუტანოს სარგებელი როგორც საკუთარ ბიზნესს, ისე ჩვენს ქვეყანას.