მიწისქვეშა ნაგებობების მშენებლობისას ფართოდ გამოიყენება გვირაბების გაყვანის თანამედროვე მეთოდები. ჩვენი კომპანიის მიერ აგებულია ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტები, როგორებიცაა:

მსოფლიო გვირაბმშენებლობის პრაქტიკაში ერთ-ერთი უნიკალური ტრანსკავკასიური რკინიგზის არხოტის გვირაბი, რომელსაც უნდა გადაეკვეთა კავკასიონის მთავარი ქედი, გვირაბის სიგრძე შეადგენდა 23,3კმ, ხოლო კვეთი 110მ2. შესრულდა მოსამზადებელი სამუშაოები, მომზადდა მშენებლობისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა-საწარმოო ბაზები, კულტურული და სოციალური დანიშნულების ობიექტები და სხვა.გაყვანილ იქნა რამოდენიმე ასეული მეტრი გვირაბი. ამჟამად ობიექტი დაკონსერვებულია.

ტრანსკავკასიური გაზსადენის გვირაბები კავკასიონზე, დარიალის ხეობაში; სადაც განსაკუთრებით აღსანიშნავია რიგი საინჟინრო ღონისძიებებისა, რომლებიც განხორციელდა დევდორაკის მყინვარის გადაკვეთისას.

საავტომობილო გვირაბები საქართველოს სამხედრო და ქ.სოჭის ასაქცევ გზაზე, სპიტაკი-ნალბანდის და სევანი-დილიჟანის (სომხეთის რესპუბლიკა) საავტომობილო გზებზე; მეტროპოლიტენის სადგურები და გადასარბენი გვირაბები ქ.თბილისსა და ქ.მოსკოვში. ზარამაგის ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა კომპლექსში შემავალი სხვადასხვა კვეთის სადაწნეო და დერივაციული გვირაბების ცალკეული მონაკვეთები.

ხაიში_მესტიის გზაზე აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა 160 მ სიგრძის და 92 მ2 განივი კვეთის საავტომობილო გვირაბი, რომელიც მოწყო კლდოვან ციცაბო ფერდობზე გადმოკიდებულ ვიწრო აივნების გვერდის ავლის მიზნით. გვირაბის მოწყობის შემდეგ შესაძლებელი გახდა თანამედროვე გაბარიტების ტრანსპორტის შეუფერხებელი და უსაფრთხო გატარება გზის დასახელებულ უბანზე.

საქართველოს მთავარ ავტომაგისტრალზე არსებული რიკოთის საავტომობილო გვირაბის სუსტ გეოლოგიურ მონაკვეთებზე შესრულდა გამაგრებითი სამუშაოები კერძოდ: საიმედოობის უზრუნველსაყოფად დამონტაჟდა ფოლადის სამაგრი ორტესებრი პროფილის თაღებით, გვირაბის მოკეთების მიღმა შესრულდა არსებული მასივის ცემენტაცია 251 მ3 მოცულობით და მოეწყო თანამედროვე კონსტრუქციის თვითმბურღავი ანკერები კლდოვან მასივში 20 მ სიღრმეზე სულ 8017 გრძ მ სიგრძეზე.

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ103-ე (სალდათსკაია) , კმ102-ე(ბელაია) არსებული გვირაბების სარეაბილიტაციო სამუშაოები, საერთო სიგრძით 518 გ.მ.

2013 წელის მაისში აღნიშნული გზის კმ 96-კმ 107 მონაკვეთზე კომპანიამ დაიწყო სამი გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები, საერთო სიგრძით 1100 გ.მ.