მდ.ენგურის ხეობაში, მაღალმთიან პირობებში გაყვანილ იქნა საავტომობილო გზა კონსოლური კონსტრუქციების გამოყენებით, რითაც ერთდროულად გადაიჭრა როგორც ტექნიკური, ისე ეკოლოგიური ხასიათის საკითხები;

საქართველოს სამხედრო გზაზე, დაბა ჟინვალის და სოფ. ანანურის მონაკვეთზე განხორციელდა 15 კმ საავტომობილო გზის მშენებლობა 2 უნიკალური ხიდით.
ინგუშეთის რესპუბლიკაში (რუსეთის ფედერაცია), მდ. ასას ხეობაში,ურთულეს საინჟინრო-გეოლოგიურ პირობებში განხორ-ციელებულ იქნა ალყუნ-თარგიმის საავტომობილო გზა.

აიგო სატრანსპორტო კვანძი ქ.თბილისში გმირთა მოედანზე და მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, თამარ მეფის ხიდთან დამაკავშირებელი მრავალმალიანი ესტაკადა; თბილისი-აეროპორტის ავტოსტრადის მონაკვეთი
ქ.სოჭის ასაქცევი გზის 12 კმ უბანი.

მნიშვნელოვანი მოცულობის სამუშაოები შესრულდა ქ.ფოთის პორტის რეკონსტრუქცია-გაფართოვებაზე. აშენდა სატვირთო მანქანების სადგომი და სარკინიგზო-საბორნე გადასასვლელი, რომელიც საქართველოს ევროპის ქვეყნებთან აკავშირებს.
სენაკი-ნოქალაქევი-ბანძა-ხონის საავტომობილო გზაზე მდ ცხენისწყალზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე შესრულდა როგორც ხიდის (სიგრძით 114 გრძ.მ) დაზიანებული კონსტრუქციების აღდგენით სამუშაოები, ასევე მოეწყო ფლეთილი ქვით მოპირკეთებული მდინარის ნაკადის მიმმართველი და სარეგულაციო დამბები 640 გრძ.მ სიგრძეზე. Aასევე მიმდებარე სოფელ მათხოჯთან შესრულდა 200 გრძ.მ სიგრძის ფლეთილი ქვით მოპირკეთებული დამცავი დამბა.
Yყვარელი-ჩალის წყალსაცავზე მოეწყო სწორკუთხა რკინაბეტონის მილი კვეთით 4.6X6.0 მ სიგრძით 12 მ

ახალციხე-ნინოწმინდა - სომხეთის საზღვარის საავტომობილო გზაზე მდ.ფოცხოვზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე შესრულდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, კერძოდ: ნაბურღნატენ ხიმინჯოვან საძირკველზე მოეწყო დამცავი-სარეგულაციო კედელი ხიდზე მისასვლელი ყრილის გასწვრივ (რკინაბეტონის მოცულობა 1227 მ3).

თბილისი_სენაკი_ლესელიძის საავტომობილო გზის 84 –ე კმ-ზე ავტომაგისტრალისა და ქ.გორის წყალმომარაგების მილების დ=600 მმ და დ=900 მმ გადაკვეთაზე შესრულდა გალერეა 51 გრძ.მ

თბილისში გმირთა მოედანი-თამარაშვილის ქუჩის შემაერთებელი ავტომაგისტრალისა და ესტაკადის მშენებლობისას კომპანიამ მონაწილეობა მიიღო ბურჯების და ასევე გვირაბის ტეხილი უბნების მოწყობის სამუშაოების შესრულებაში.

მცხეთა_სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მე 80-ე კმ-ზე სოფელ მლეთაში შესრულდა ნაპირდაცვის კომპლექსური ღონისძიება, მოეწყო მასიური ყორებეტონის დამცავი კედელი მოცულობით 1256 მ3 და მასზე განთავსდა გაბიონის კედელი საერთო მოცულობით 784 მ3 და ასევე აღდგა გამორეცხილი მიწის ვაკისი.

ამავე გზის 81-ე კმ-ზე შესრულდა დაზიანებული საყრდენი კედლის გამაგრება დამცავი რკინაბეტონის კონტრფორსებით და გარსაცმი კედლით, ასევე მიწის ვაკისის ნორმებით გათვალისწინებული სიგანე უზრუნველყოფილი იქნა გალვანიზებული მავთულისაგან დამზადებული გაბიონების გამოყენებით.
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 129-ე კმ-ზე დარიალის ხეობაში ურთულეს მაღალმთიან ტოპოგრაფიულ პირობებში შესრულადა არსებული 97 გრძ მ –ზე არსებული აივნების აღდგენითი სამუშაოები: მოიხსნა დაზიანებული სავალი ნაწილი, ტროტუარის ბლოკები, სადეფორმაციო ნაკერები, ჰიდროიზოლაცია და მის ნაცვლად ახალ მოსამზადებელ ფენაზე მოეწყო ,,ტექნოელასტი”-ს ფირმის თანამედროვე ჰიდროსაიზოლაციო და დამცველი ფენა, დამონტაჟდა თანამედროვე კონსტრუქციის ტროტუარის ბლოკები, აღდგა მოაჯირის სექციები, სადეფორმაციო ნაკერები და მოეწყო გზის საფარი ცხელი ასფალტბეტონის ნარევისაგან.

აჭარაში მოეწყო ბეტონის საფარიანი საავტომობილო გზა რაც დაბა ხულოს აკავშირებს სოფელ ქედელებთან და ასევე სამთო-სათხილამურო კომპლექსთან. გზის საერთო სიგრძეა 5 კმ. გზაზე მოეწყო პროექტითგათვალისწინებული ხელოვნური ნაგებობები და მოძრაობის უსაფრთხოებისათვის განკუთვნილი აღჭურვილობები.ამასთან ბეტონის და რკინაბეტონის სამუშაოთა მოცულობა შეადგენს 5180 მ3-ს.

თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის 77 კმ-ზე მდ ინწობაზე არსებულ სახიდე გადასასვლელს ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, კერძოდ: მოხდა დემონტაჟი ხიდის მისასვლელებზე არსებული დაზიანებული სარეგულაციო ნაგებობების და მის ნაცვლად ხომინჯოვან საძირკვლებზე მოეწყო ახალი სარეგულაციო_დამცავი რკინაბეტონის კედლები მოცულობით 510 მ3.

დარჩელი_განმუხურის საავტომობილო გზაზე არსებული არაგაბარიტული ხიდის, ნაცვლად ხიმინჯოვან საძირკვლებზე (ხიმინჯის სიგრძე 32 მ) მოეწყო კლასიკური სქემის ხიდი რკინაბეტონის მალის ნაშენით.

მდ.ცხენისწყლის ნაპირგამაგრება ლასურიაში ხიდის ქვედა და ზედა ბიეფში,მარცხენა ნაპირის გამაგრება ქვედა ბიეფში, მდ.სახრაველაზე ერთმალიანი ხიდის მშენებლობა, ლასურიაშის ხიდის დაგრძელება 2X21მ მალით, სამუშაოები მოიცავდა:

გრუნტის დამუშავება-62874.0მ3, მონოლითური ბეტონი და რკ/ბეტონი 498მ3, ფლეთილი ქვა 25908მ3;