კომპანიის დღევანდელი ხელმძღვანელი მონაწილეა ისეთი უნიკალური ჰიდროტექნიკური კომპლექსების მშენებლობისა, როგორიცააენგურის, ვარციხის და ჟინვალის ჰიდროკვანძები.

1978-1985წწ., ბატონ ა.ჩალაძის უშუალო ხელმძღვანელობით განხორციებულ იქნა საქართველოში ერთ-ერთი მასშტაბური და უნიკალური ჟინვალის ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა კომპლექსი მდ. არაგვზე, რომელიც ენერგეტიკული პრობლემების პარალელურად წყვეტს თბილისისა და რუსთავის სასმელი წყლით მომარაგების საკითხს. მშენებლობა გადაჭიმული იყო 50 კმ მონაკვეთზე დაწყებული 101მ სამაღლის მიწის კაშხლით (დ. ანანურთან) და დამთავრებული გამწმენდ ნაგებობათა კომპლექსით თბილისის ზღვაზე.

ჰიდროკომპლექსის შემადგენლობაში შედიან სიღრმული წყალმიმღები და წყალსაგდები ნაგებობები, მიწისქვეშა ჰესის შენობა გამყვანი გვირაბით, საფუბერო აუზი და დახურული წყალსადენი დიდი დიამეტრის (3,5მ) მილებისაგან და სხვა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ჰიდროტექნიკური გვირაბების მშენებლობის დიდი მასშტაბები. სულ გაყვანილ იქნა 40კმ სხვადასხვა დანიშნულებისა და კვეთის გვირაბი, მათ შორის ყველაზე რთული _ 8,6კმ წყალგამყვანი გვირაბი, რომელიც გაყვანილია მდინარე არაგვის კალაპოტის ქვეშ, ურთულეს სამთო-გეოლოგიურ პირობებში და სადაც სამთო წნევა აღწევდა 200-250ტ/მ2.

დიდ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს აგრეთვე ჰესის მიწისქვეშა შენობის მშენებლობა, რომელიც განთავსებულია მიწის ზედაპირიდან 70მ სიღრმეზე.
სახვადასხვა წლებში შესრულებულ იქნა მთელი რიგი ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობისა და აღდგენა-რეკონსტრუქციის სამუშაოები, მათ შორის, ქ.რუსთავთან, მდ.მტკვარზე, სათავე კვანძის გვერდითი წყალმიმღები ნაგებობა თბოელექტროსადგურის წყალმომარაგებისა და სარწყავი სისტემისათვის. საცხენჰესის სწრაფმდენის აღდგენა-გამაგრება, რიონჰესის წყალსაგდების აღდგენა-რეკონსტრუქცია, თეზი-ოკამის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობების მშენებლობა-რეკონსტრუქცია და სხვა.

თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, მჭიდროდ დასახლებულ ზონაში, აშენდა სასმელი წყლის 2X5000 მ3 ტევადობის მიწისქვეშა რეზერვუარი, რომელიც გამოირჩევა მაღალი საიმედოობით, არსებულ ლანდშაფზე მინიმალური ზემოქმედებით და განაშენიანების ტერიტორიის ეკონომიით.

2000 წელს, მთავრობათაშორისო შეთანხმების საფუძველზე, სამშენებლო კომპანიამ მოღვაწეობა განაგრძო რუსეთის ფედერაციაში, რესპუბლიკა ჩრ.ოსეთი-ალანიას ტერიტორიაზე, მდ. არდონზე მშენებარე, ზარამაგის ჰიდროტექნიკურ ნაგებობების კომპლექსის დასამთავრებლად.

ზარამაგ ჰესი წარმოადგენს ურთიერთდაკავშირებულ კასკადურ ჰიდროელექტროსადგურების კომპლექსს, მის შემადგენლობაში შედის როგორც ,,სათავე ჰესი” (ტიპი-კაშხლისპირა ჰესი . სიმძლავრე 15 მგვტ, საშუალო წლიური გამომუშავება 31 მლნკვტ.სთ), და ასევე ,,ჰესი #1’’ (სიმძლავრე 342 მგვტ საშუალო
წლიური გამომუშავება 789 მლნ.კვტ.სთ ჰესის ტიპი – დერივაციული) აღსანიშნავია რომ „ჰესი #1“ - არის ყველაზე მაღალ დაწნევიანი (610 მ) ჰიდროელექტროსადგური მთელ რუსეთის ტერიტორიაზე. ზარამაგჰესის სათავე კვანძის ნაგებობებათა კომპლექსი მოიცავს:

გენერალური მოიჯარადრის რანგში, ჩვენმა კომპანიამ წარმატებით გაართვა თავი დაკისრებულ ვალდებულებებს და, მიუხედავად მრავალი დაბრკოლებისა, მაღალმთიან, ურთულეს ტოპოგრაფიულ და კლიმატურ პირობებში, 2008წელს დაასრულა სათავე ნაგებობათა კომპლექსის მშენებლობა, რითაც უზრუნველყო სათავე ჰესის გაშვება დასახულ ვადებში.

ამჟამად, შპს სკ „მამისონი“ წარმატებით ანხორციელებს „გუდაურის მცირე ჰიდროელექტროსადგურის“-ს მშენებლობის პროექტის ფარგლებში ბეტონის
სამუშაოებს, რომელიც მოიცავს შემდეგ ლოკალურ ობიექტებს: ჰესისი შენობა პარამეტრებით (28.0X13.1)მ, სადისპეჩერო-სატრანსპორმატორო შენობა პარამეტრებით (14.0X10.2)მ, მარჯვენა და მარცხენა წყალმიმღებები სალექარებით, რეგულირებადი რეზერვუარი, ჰიდროტექნიკური ჩამკეტი კამერა, მდ.არაგვზე ერთმალიანი ლითონის მილხიდი. რკინაბეტონის საერთო მოცულობა 3500 მ3-ს შეადგენს. 

გუდაურის ჰიდროელექტრო სადგურისდადგმული სიმძლავრეა 8,0 მგვტ. საშუალო წლიური გამომუშავება 50,6 მლნ.კვტ. სთ. სამუშაოების დასრულება ნავარაუდებია 2013 წლის ივლისის თვეში კომპანიის მონაწილეობით საქართველოს ტერიტორიაზე შესრულებული იქნა არაერთი მდინარის ნაპირსამაგრი და დამცავი ნაგებობა:

ქ. თბილისში პატარახევძმარის კოლექტორის დაზიანებულ მონაკვეთს ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები: დამუშავდა ქვაბული მოცულობით 93 900 მ3 სარეაბილიტაციო უბანზე მოეწყო ახალი კოლექტორი სიგრძით 200 გრძ.მ და ამის შემდეგ შესრულდა დამუშავებული ქვაბულის უკუჩაყრის სამუშაოები.