შ.პ.ს. “სამშენებლო კომპანია მამისონი” და მისი ძირითადი ბირთვი გამგრძელებელია იმ სასახელო ტრადიციებისა, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა სამშენებლო საქმის გამოჩენილმა ორგანიზატორმა და პროფესიონალმა, მშენებელმა ავთანდილ ჩალაძემ.

შ.პ.ს. “სამშენებლო კომპანია მამისონი”-ის გუნდის მიერ შესრულებული სამუშაოები მოიცავს ისეთ ობიექტებს როგორიცაა:

ჰიდროტექნიკური შმენებლობა:

1) უნიკალური ჟინვალის ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა კომპლექსი:

2) რუსთავთან, მდ.მტკვარზე, სათავე კვანძის გვერდითი წყალმიმღები ნაგებობა თბოელექტროსადგურის წყალმომარაგებისა და სარწყავი სისტემის მშენებლობა

3) საცხენჰესის სწრაფმდენის აღდგენა-გამაგრება

4) რიონჰესის წყალსაგდების აღდგენა-რეკონსტრუქცია

5) თეზი-ოკამის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობების მშენებლობა-რეკონსტრუქცია

6) თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, მჭიდროდ დასახლებულ ზონაში, აშენდა სასმელი წყლის 2X5000 მ3 ტევადობის მიწისქვეშა რეზერვუარი

7) 2000 წელს, მთავრობათაშორისო შეთანხმების საფუძველზე, სამშენებლო კომპანიამ მოღვაწეობა განაგრძო რუსეთის ფედერაციაში, რესპუბლიკა ჩრ.ოსეთი-ალანიას ტერიტორიაზე, მდ. არდონზე მშენებარე, ზარამაგის ჰიდროტექნიკურ ნაგებობების კომპლექსის დასამთავრებლად

 

გენერალური მოიჯარადრის რანგში, ჩვენმა კომპანიამ წარმატებით გაართვა თავი დაკისრებულ ვალდებულებებს და, მიუხედავად მრავალი დაბრკოლებისა, მაღალმთიან, ურთულეს ტოპოგრაფიულ და კლიმატურ პირობებში, 2008წელს დაასრულა სათავე ნაგებობათა კომპლექსის მშენებლობა, რითაც უზრუნველყო სათავე ჰესის გაშვება დასახულ ვადებში.

 

კომპანიის მონაწილეობით საქართველოს ტერიტორიაზე შესრულებული იქნა არაერთი მდინარის ნაპირსამაგრი და დამცავი ნაგებობა:


სატრანსპორტო მშენებლობა

 

მდ.ენგურის ხეობაში, მაღალმთიან პირობებში გაყვანილ იქნა საავტომობილო გზა კონსოლური კონსტრუქციების გამოყენებით, რითაც ერთდროულად გადაიჭრა როგორც ტექნიკური, ისე ეკოლოგიური ხასიათის საკითხები

საქართველოს სამხედრო გზაზე, დაბა ჟინვალის და სოფ. ანანურის მონაკვეთზე განხორციელდა 15 კმ საავტომობილო გზის მშენებლობა 2 უნიკალური ხიდით.
ინგუშეთის რესპუბლიკაში (რუსეთის ფედერაცია), მდ. ასას ხეობაში,ურთულეს საინჟინრო-გეოლოგიურ პირობებში განხორ-ციელებულ იქნა ალყუნ-თარგიმის საავტომობილო გზა.


აიგო სატრანსპორტო კვანძი ქ.თბილისში გმირთა მოედანზე და მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, თამარ მეფის ხიდთან დამაკავშირებელი მრავალმალიანი ესტაკადა; თბილისი-აეროპორტის ავტოსტრადის მონაკვეთი
ქ.სოჭის ასაქცევი გზის 12 კმ უბანი.

მნიშვნელოვანი მოცულობის სამუშაოები შესრულდა ქ.ფოთის პორტის რეკონსტრუქცია-გაფართოვებაზე. აშენდა სატვირთო მანქანების სადგომი და სარკინიგზო-საბორნე გადასასვლელი, რომელიც საქართველოს ევროპის ქვეყნებთან აკავშირებს.

სენაკი-ნოქალაქევი-ბანძა-ხონის საავტომობილო გზაზე მდ ცხენისწყალზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე შესრულდა როგორც ხიდის (სიგრძით 114 გრძ.მ) დაზიანებული კონსტრუქციების აღდგენით სამუშაოები, ასევე მოეწყო ფლეთილი ქვით მოპირკეთებული მდინარის ნაკადის მიმმართველი და სარეგულაციო დამბები 640 გრძ.მ სიგრძეზე. Aასევე მიმდებარე სოფელ მათხოჯთან შესრულდა 200 გრძ.მ სიგრძის ფლეთილი ქვით მოპირკეთებული დამცავი დამბა.
Yყვარელი-ჩალის წყალსაცავზე მოეწყო სწორკუთხა რკინაბეტონის მილი კვეთით 4.6X6.0 მ სიგრძით 12 მ

ახალციხე-ნინოწმინდა_სომხეთის საზღვარის საავტომობილო გზაზე მდ.ფოცხოვზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე შესრულდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, კერძოდ: ნაბურღნატენ ხიმინჯოვან საძირკველზე მოეწყო დამცავი-სარეგულაციო კედელი ხიდზე მისასვლელი ყრილის გასწვრივ (რკინაბეტონის მოცულობა 1227 მ3).
თბილისი_სენაკი_ლესელიძის საავტომობილო გზის 84 –ე კმ-ზე ავტომაგისტრალისა და ქ.გორის წყალმომარაგების მილების დ=600 მმ და დ=900 მმ გადაკვეთაზე შესრულდა გალერეა 51 გრძ.მ

თბილისში გმირთა მოედანი-თამარაშვილის ქუჩის შემაერთებელი ავტომაგისტრალისა და ესტაკადის მშენებლობისას კომპანიამ მონაწილეობა მიიღო ბურჯების და ასევე გვირაბის ტეხილი უბნების მოწყობის სამუშაოების შესრულებაში.

 

მცხეთა_სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მე 80-ე კმ-ზე სოფელ მლეთაში შესრულდა ნაპირდაცვის კომპლექსური ღონისძიება, მოეწყო მასიური ყორებეტონის დამცავი კედელი მოცულობით 1256 მ3 და მასზე განთავსდა გაბიონის კედელი საერთო მოცულობით 784 მ3 და ასევე აღდგა გამორეცხილი მიწის ვაკისი.

ამავე გზის 81-ე კმ-ზე შესრულდა დაზიანებული საყრდენი კედლის გამაგრება დამცავი რკინაბეტონის კონტრფორსებით და გარსაცმი კედლით, ასევე მიწის ვაკისის ნორმებით გათვალისწინებული სიგანე უზრუნველყოფილი იქნა გალვანიზებული მავთულისაგან დამზადებული გაბიონების გამოყენებით.

მცხეთა_სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 129-ე კმ-ზე დარიალის ხეობაში ურთულეს მაღალმთიან ტოპოგრაფიულ პირობებში შესრულადა არსებული 97 გრძ მ –ზე არსებული აივნების აღდგენითი სამუშაოები: მოიხსნა დაზიანებული სავალი ნაწილი, ტროტუარის ბლოკები, სადეფორმაციო ნაკერები, ჰიდროიზოლაცია და მის ნაცვლად ახალ მოსამზადებელ ფენაზე მოეწყო ,,ტექნოელასტი”-ს ფირმის თანამედროვე ჰიდროსაიზოლაციო და დამცველი ფენა, დამონტაჟდა თანამედროვე კონსტრუქციის ტროტუარის ბლოკები, აღდგა მოაჯირის სექციები, სადეფორმაციო ნაკერები და მოეწყო გზის საფარი ცხელი ასფალტბეტონის ნარევისაგან.

 

აჭარაში მოეწყო ბეტონის საფარიანი საავტომობილო გზა რაც დაბა ხულოს აკავშირებს სოფელ ქედელებთან და ასევე სამთო-სათხილამურო კომპლექსთან. გზის საერთო სიგრძეა 5 კმ. გზაზე მოეწყო პროექტითგათვალისწინებული ხელოვნური ნაგებობები და მოძრაობის უსაფრთხოებისათვის განკუთვნილი აღჭურვილობები.ამასთან ბეტონის და რკინაბეტონის სამუშაოთა მოცულობა შეადგენს 5180 მ3-ს.

თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის 77 კმ-ზე მდ ინწობაზე არსებულ სახიდე გადასასვლელს ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, კერძოდ: მოხდა დემონტაჟი ხიდის მისასვლელებზე არსებული დაზიანებული სარეგულაციო ნაგებობების და მის ნაცვლად ხომინჯოვან საძირკვლებზე მოეწყო ახალი სარეგულაციო_დამცავი რკინაბეტონის კედლები მოცულობით 510 მ3.

დარჩელი_განმუხურის საავტომობილო გზაზე არსებული არაგაბარიტული ხიდის, ნაცვლად ხიმინჯოვან საძირკვლებზე (ხიმინჯის სიგრძე 32 მ) მოეწყო კლასიკური სქემის ხიდი რკინაბეტონის მალის ნაშენით.


გვირაბმშენებლობა

 

მიწისქვეშა ნაგებობების მშენებლობისას ფართოდ გამოიყენება

გვირაბების გაყვანის თანამედროვე მეთოდები. ჩვენი კომპანიის მიერ აგებულია ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტები, როგორებიცაა:

მსოფლიო გვირაბმშენებლობის პრაქტიკაში ერთ-ერთი უნიკალური ტრანსკავკასიური რკინიგზის არხოტის გვირაბი, რომელსაც უნდა გადაეკვეთა კავკასიონის მთავარი ქედი, გვირაბის სიგრძე შეადგენდა 23,3კმ, ხოლო კვეთი 110მ2. შესრულდა მოსამზადებელი სამუშაოები, მომზადდა მშენებლობისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა-საწარმოო ბაზები, კულტურული და სოციალური დანიშნულების ობიექტები და სხვა. გაყვანილ იქნა რამოდენიმე ასეული მეტრი გვირაბი. ამჟამად ობიექტი დაკონსერვებულია.

ტრანსკავკასიური გაზსადენის გვირაბები კავკასიონზე, დარიალის ხეობაში; სადაც განსაკუთრებით აღსანიშნავია რიგი საინჟინრო ღონისძიებებისა, რომლებიც განხორციელდა დევდორაკის მყინვარის გადაკვეთისას.


საავტომობილო გვირაბები საქართველოს სამხედრო და ქ.სოჭის ასაქცევ გზაზე, სპიტაკი-ნალბანდის და სევანი-დილიჟანის (სომხეთის რესპუბლიკა) საავტომობილო გზებზე;

მეტროპოლიტენის სადგურები და გადასარბენი გვირაბები ქ.თბილისსა და ქ.მოსკოვში.

ზარამაგის ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა კომპლექსში შემავალი სხვადასხვა კვეთის სადაწნეო და დერივაციული გვირაბების ცალკეული მონაკვეთები.
ხაიში_მესტიის გზაზე აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა 160 მ სიგრძის და 92 მ2 განივი კვეთის საავტომობილო გვირაბი, რომელიც მოწყო კლდოვან ციცაბო ფერდობზე გადმოკიდებულ ვიწრო აივნების გვერდის ავლის მიზნით. გვირაბის მოწყობის შემდეგ შესაძლებელი გახდა თანამედროვე გაბარიტების ტრანსპორტის შეუფერხებელი და უსაფრთხო გატარება გზის დასახელებულ უბანზე.

საქართველოს მთავარ ავტომაგისტრალზე არსებული რიკოთის საავტომობილო გვირაბის სუსტ გეოლოგიურ მონაკვეთებზე შესრულდა გამაგრებითი სამუშაოები კერძოდ: საიმედოობის უზრუნველსაყოფად დამონტაჟდა ფოლადის სამაგრი ორტესებრი პროფილის თაღებით, გვირაბის მოკეთების მიღმა შესრულდა არსებული მასივის ცემენტაცია 251 მ3 მოცულობით და მოეწყო თანამედროვე კონსტრუქციის თვითმბურღავი ანკერები კლდოვან მასივში 20 მ სიღრმეზე სულ 8017 გრძ მ სიგრძეზე.
საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ103-ე (სალდათსკაია) , კმ102-ე(ბელაია) არსებული გვირაბების სარეაბილიტაციო სამუშაოები, საერთო სიგრძით 518 გ.მ.

 

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ 96 – კმ 107 მონაკვეთზე არსებული გვირაბების (გალერეების) სარეაბილიტაციო სამუშაოები (საერთო სიგრძით1120გ.მ) ბეტონი 6227მ3,არმატურის ბადე 23765მ2

მცხეთის მუნიციპალიტეტში არსებული საგურამოს სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის, I და სხვა რიგის გამანაწილებლების და შიდასამეურნეო ქსელის რეაბილიტაცია (8002.11 რკ/ბეტონის ღარები; მაგისტრალური არხი;პლასტმასის მილებით 14536გ.მ)

 

სამრეწველო მშენებლობა

 

1997 წელს ფირმამ გაიმარჯვა ტენდერში ბაქო-თბილისი-სუფსის ნავთობსადენის სუფსის ტერმინალის მშენებლობაზე. მან, როგორც უცხოური ფირმების (~კელერი~-გერმანია, ~ენტროპოსი~-საფრანგეთი, ~ტმლ-ბოროვა~-თურქეთი) თანაკონტრაქტორმა, სამუშაოები შეასრულა საკონტრაქტო ვადებში და მაღალხარისხოვნად.
ახალზელანდიურ ფირმა ~მაკ კონელ დოუელთან~ და თურქულ ფირმა ~ტექფენთან~ ერთად განახორციელა ნავთობსადენის წნევის დამწევი სადგურებისა და ტრასის ცალკეული მონაკვეთების სამშენებლო სამუშაოები.

აღსანიშნავია კომპანია ~ბრიტიშ პეტროლიუმის~ ავიასაწვავით გასამართი სადგური ქ.თბილისის აეროპორტში.
კაეშუტის კარიერის სამსხვრევ-დამხარისხებელი კომბინატის მშენებლობა თურქმენეთის რესპუბლიკაში.

სხვადასხვა წლებში თბილისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე და არსენას ქუჩაზე განხორციელებულ იქნა სხვა და სხვა კვეთის სანიაღვრე კოლექტორების მშენებლობა-რეკონსტრუქციის სამუშაოები, საერთო სიგრძით 4კმ.

 

სამოქალაქო, კულტურული და საკულტო ნაგებობების მშენებლობა

 

ჩვენ კომპანიას ერგო დიდი პატივი წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობისა. კომპანიის ძალებით აგებულ იქნა ამ უნიკალური ნაგებობის მონოლითური კარკასის მნიშვნელოვანი ნაწილი, სამრეკლოს შენობა და კომუნიკაციები.

სხვადასხვა წლებში შესრულებულ იქნა ისეთი ნაგებობები, როგორიცაა, რესტორანი “მაკდონალდსი” რუსთაველის გამზირზე, ბაზალეთის დასასვენებელი კომპლექსი, რუსთაველის თეატრის საძირკვლის გამაგრების სამუშაოები, სავაჭრო კომპლექსის მშენებლობა და რეკონსტრუქცია შესაბამისად ლესელიძის ქუჩაზე და ქეთევან წამებულის გამზირზე და სხვა, რომლებიც ჩვენს დედაქალაქს მატებენ სილამაზესა და კოლორიტს.

ჩვენი კომპანია მზადაა ითანამშრომლოს ყველასთან, ვისაც სურვილი აქვს აშენოს თანამედროვე ნაგებობები და მოუტანოს სარგებელი როგორც საკუთარ ბიზნესს, ისე ჩვენს ქვეყანას.